“დონარუმას კრიტიკა ლუის ენრიკემ ვერ უნდა შეგვარჩინოს” - რა თქვეს "პსჟ"-ს მწვრთნელზე “დონარუმას კრიტიკა ლუის ენრიკემ ვერ უნდა შეგვარჩინოს” - რა თქვეს "პსჟ"-ს მწვრთნელზე » Footballnews “დონარუმას კრიტიკა ლუის ენრიკემ ვერ უნდა შეგვარჩინოს” - რა თქვეს "პსჟ"-ს მწვრთნელზე
გათიშვა

“დონარუმას კრიტიკა ლუის ენრიკემ ვერ უნდა შეგვარჩინოს” - რა თქვეს "პსჟ"-ს მწვრთნელზე

“დონარუმას კრიტიკა ლუის ენრიკემ ვერ უნდა შეგვარჩინოს” - რა თქვეს "პსჟ"-ს მწვრთნელზე
5 საათის და 27 წუთის წინ
გიორგი არახამია

ჩემპიონთა ლიგის წინ, „ბაიერთან“ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ მეკარე ლუკა შევალიეს მხარში დაუდგა და ჟურნალისტებს შეახსენა, რომ წლების განმავლობაში იმავე კრიტიკით „კლავდნენ“ ჯიჯიო დონარუმას:

„ყოველ წელს ერთი და იგივე. ლუკა შევალიეთი ძალიან კმაყოფილი ვარ. აღარ გახსოვთ, რამდენი წელი აკრიტიკებდით დონარუმას. მე შესანიშნავად მახსოვს — თქვენ ოთხი წელი კლავდით მას.“

ენრიკეს ამ სიტყვებზე Canal+–ის ეთერში საფრანგეთის ყოფილი ნახევარმცველი სამირ ნასრი გამოეხმაურა:

„ლუის ენრიკე ძალიან სასიამოვნო ადამიანია, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება ვილაპარაკოთ, როცა რაღაც ისე არ არის. შევალიე უდავოდ ნიჭიერია, ამას ვერავინ უარყოფს, მაგრამ როცა დონარუმა წავიდა და მისი ადგილი ახალგაზრდა მეკარემ დაიკავა, ბუნებრივია, ყურადღება უფრო გამძაფრდა.“

ნასრის თქმით, შევალიე ტექნიკურად უფრო შეესაბამება ენრიკეს სტილს, თუმცა ჯერაც დაუშვა რამდენიმე სერიოზული შეცდომა:

„‘ტოტენჰემთან’, ‘მარსელთან’ და ‘სტრასბურგთან’ მატჩებში შეცდომები ჰქონდა — და რა თქმა უნდა, ამის თქმა უნდა შეგვეძლოს. ეს კრიტიკა კი არა, რეალობის აღნიშვნაა.“

FACEBOOK კომენტარები