Le Parisien-ი პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს — ბრესტთან მატჩი დღეს გაიმართება Le Parisien-ი პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს — ბრესტთან მატჩი დღეს გაიმართება » Footballnews Le Parisien-ი პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს — ბრესტთან მატჩი დღეს გაიმართება
გათიშვა

Le Parisien-ი პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს — ბრესტთან მატჩი დღეს გაიმართება

Le Parisien-ი პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს — ბრესტთან მატჩი დღეს გაიმართება
1 კვირის და 2 დღის წინ
გიორგი არახამია

ლიგა 1-ის მეცხრე ტურის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა დღეს გაიმართება — „პარი სენ-ჟერმენი“ გასვლაზე „ბრესტს“ დაუპირისპირდება და ეცდება დაკარგული ლიდერობა დროებით მაინც დაიბრუნოს, სანამ „მარსელი“ თავის მატჩს ჩაატარებს.

ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, ლუის ენრიკე კვლავ შეცვლილ სასტარტო თერთმეტეულს გამოიყენებს.

ესპანელი სპეციალისტი ამჯერად თამაშის დაწყების მომენტში რამდენიმე ძირითადი ფიგურის გარეშე აპირებს გამოსვლას — დეზირე დუე,  ზაბარნი, მარკინიოსი და ჟოაო ნევეში შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებენ.

პარიზელთა შემადგენლობაში კი პირველი წუთებიდან ვიხილავთ ხვიჩა კვარაცხელიას, უსმან დემბელეს და ბრედლი ბარკოლას, რაც შეტევაში საკმაოდ დინამიურ ტრიოდ ითვლება.

იხილეთ პარიზული გუნდის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა Goal.com-ის მიხედვით:

მეკარე: შევალიე;

მცველები: ჰაკიმი, ბერალდო, პაჩო, ერნანდესი;

ნახევარმცველები: ვიტინია, ზაირ-ემერი, რუისი;

შემტევები: მბაიე, რამოში, დუე.

შეგახსენებთ, შეხვედრა „ფრანსის ლე ბლეზე“ თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

FACEBOOK კომენტარები