„მატჩი დაცვის კარგი თამაშით მოვიგეთ" — ლუის ენრიკე „მატჩი დაცვის კარგი თამაშით მოვიგეთ" — ლუის ენრიკე » Footballnews „მატჩი დაცვის კარგი თამაშით მოვიგეთ" — ლუის ენრიკე
გათიშვა

„მატჩი დაცვის კარგი თამაშით მოვიგეთ" — ლუის ენრიკე

„მატჩი დაცვის კარგი თამაშით მოვიგეთ" — ლუის ენრიკე
6 დღის და 12 საათის წინ
გიორგი არახამია

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე "ბრესტთან" გამარჯვების შემდეგ გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა:

„მატჩის სირთულე ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე ვიცოდით. დღეს თავი სხვაგვარად დავიცავით და ძალიან კმაყოფილი ვარ იმ მენტალიტეტით, რაც ფეხბურთელებმა აჩვენეს,“ – თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

ენრიკემ მეტოქის თავდამსხმელზე, ლუდოვიკ აჟორქზე, ცალკე გაამახვილა ყურადღება:

„აჟორქის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ მეორე ბურთებზე კარგად ვიყავით პოზიციონირებულები. მატჩი სწორედ იმიტომ მოვიგეთ, რომ დაცვაში ბრწყინვალედ ვითამაშეთ.“

პარიზელების მთავარმა მწვრთნელმა აჩრაფ ჰაკიმიც გამოყო:

„ჰაკიმი ყველა შეხვედრაში თამაშობს და ყველა მატჩში მაღალ დონეზე ასპარეზობს. დღესაც საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი." - აღნიშნა ლუის ენრიკემ 

შეგახსენებთ, დღეს ლიგა 1-ის მატჩში პსჟმ სტუმრად "ბრესტი" 0:3 დაამარცხა და 3 ქულა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩი ხვიჩა კვარაცხელიამ ასისტი მიითვალა.

FACEBOOK კომენტარები