მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა“ — ლუის ენრიკე ნიცასთან მატჩის შემდეგ მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა“ — ლუის ენრიკე ნიცასთან მატჩის შემდეგ » Footballnews მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა“ — ლუის ენრიკე ნიცასთან მატჩის შემდეგ
გათიშვა

მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა“ — ლუის ენრიკე ნიცასთან მატჩის შემდეგ

მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა“ — ლუის ენრიკე ნიცასთან მატჩის შემდეგ
1 დღის და 8 საათის წინ
გიორგი არახამია

"პარი სენ - ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ნიცასთან მატჩის შემდეგ გუნდური მუშაობა და გამარჯვების მნიშვნელობა შეაფასა.

„პირველი 30 წუთი რთული იყო, მაგრამ ჩვენ ვიმსახურებდით გამარჯვებას დარჩენილი მატჩის განმავლობაში.“

„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ფაზა კარგად მართო. ჩვენ გვიყვარს ბურთის კონტროლი — ეს ჩვენი მთავარი ძლიერი მხარეა.“

„როცა ხედავ გულშემატკივრებს, რომლებიც ბოლომდე მხარს გიჭერენ და 94-ე წუთზეც მღერიან, უნდა იბრძოლო ბოლომდე, როგორც გავაკეთეთ ჩვენ.“

„ეს გუნდი ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ჩვენ თავი უკეთ დავიცავით, მთლიანობაში, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც საჭირო იყო გამარჯვებისთვის. ეს გამარჯვება გუნდს მოტივაციას აძლევს და მზად ვართ სეზონის ყველა გამოწვევისთვის.“ — განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, გუშინ პარიზელებმა ლიგა 1 - ის 11-ე ტურში ნიცას წინააღმდეგ ბოლო წუთზე გონშალო რამოშის გოლით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასი მიითვალა.

FACEBOOK კომენტარები