ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ, მიხაილო მუდრიკთან და დოპინგის ტესტის ჩაგდებასთან დაკავშირებით მედიისგან დასმულ კითხვებს უპასუხა.
სიტუაციის შესახებ საუბრისას მარესკამ განაცხადა: "კლუბის განცხადების შემდეგ, ყველაფერი ნათელი გახდა, შესაბამისად, მე ვერაფერს ვერ დავამატებ. მიხაილოს მთელი ჩვენი შტაბი მხარს უჭერს და ენდობა. მას ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. როდესაც ასეთი რამ ხდება, ერთადერთი სწორი ნაბიჯი ამ ფეხბურთელის გამხნევებაა."
"ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუ კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს სიტუაცია. კლუბს მსგავსი გამოცდილება აქამდეც ჰქონია, ამიტომ უმჯობესია ახლა მათ მივენდოთ."
"დასრულდა თუ არა მუდრიკის კარიერა ჩელსიში? რა თქმა უნდა არა, მე ასე არ ვფიქრობ. მჯერა, რომ ის ძლიერი დაბრუნდება. მართალია ამ მომენტისთის არ ვიცით როდის, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ის მას ჩვენს გვერდით კვლავ ვიხილავთ."