უკრაინის ნაკრებმა ყოფილმა უნგრელმა მწვრთნელმა, იოჟეფ საბომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა:
ჟურნალისტი: ფინალი როგორ მოგეწონათ?
- მატჩის წინ მეგობარს ცოტა წავეკამათე. ვუთხარი, რომ პსჟ მოიგებდა, მას კი მიაჩნდა, რომ „ინტერი“ გაიმარჯვებდა. პარიზულ გუნდს უბრალოდ შესანიშნავი შემტევები ჰყავს, ყველა სწრაფია, ერთი ერთზე მეტოქის მოტყუება შეუძლიათ. „ინტერს“ საერთოდ არანაირი თავდამსხმელები არ ჰყავს, ლაუტარო ძალიან სუსტია, მაგრამ უფრო იმან გამაკვირვა, დაცვაში როგორ სულელურად გამოიყურებოდნენ. პსჟ-მ წალეკა იტალიური გუნდი და ხუთ გოლზე მეტის გატანა შეეძლო.
ჟურნალისტი: შეხვედრის წინ ისე მოჩანდა, რომ ორივე გუნდი პრაქტიკულად თანაბარი კლასის იყო.
- მე ასე არ ვთვლი. „ინტერი“ საერთოდ შემთხვევით გავიდა ფინალში, „ბარსელონას“ ნახევარფინალში არ გაუმართლა. გადამწყვეტ მატჩში სწორედ კატალონიელებს უნდა ეთამაშათ.
ჟურნალისტი: ფინალში ვის გულშემატკივრობდით?
- მომწონს პსჟ და ის, რომ იქ ახალგაზრდები თამაშობენ. კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, ყველაფერს სწრაფი მოძრაობით აკეთებს: გადაცემებს არიგებს, იხსნება, მუტყუებაზე წასვლა არ ეშინია. ქართველს ფეხბურთის სწორად თამაში ასწავლეს. „ინტერში“ ძირითადად პენსიონერები დარბიან. იგივე მხითარიანი უკვე ძლივს დადის მოედანზე.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
