პორტუგალიაში აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ავტოკატასტროფაში დაღუპული „ლივერპულისა“ და ნაკრების გარემარბის დიოგუ ჟოტას და მისი ძმის, „პენაფიელის“ ფეხბურთელის ანდრე სილვას ქალაქ გონდომარში დაკრძალვას ეროვნული გუნდის კაპიტანი რონალდო არ დაესწრო.
დაკრძალვაზე ფეხბურთელები ვირგილ ვან დეიკი, ენდრიუ რობერტსონი, ჯორდან ჰენდერსონი, ალექსის მაკალისტერი, ჯეიმს მილნერი, დარვინ ნუნიესი, ფედერიკო კიეზა, რუბენ ნევეში, ჟოაო კანსელა, ბერნარდო სილვა, დიოგუ დალო, ფაბინიო, ტიაგო ალკანტარა, რუი პატრისიუ, ბრუნო ფერნანდეში, ჟოაო ფელიქსი, ჟოზე ფონტე, რენატუ ვეიგა, რიკარდუ, ანდრე ორტა, აგრეთვე მწვრთნელები რობერტო მარტინესი, არნე სლოტი, ფერნანდუ სანტუში, ნუნუ ეშპირიტუ სანტუ და „პორტუს“ პრეზიდენტი ანდრე ვილაშ-ბოაში და „პენაფიელი“ მთელი გუნდით იმყოფებოდნენ.
„დეილი მეილი“ ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რონალდო შვებულებას მალიორკას სანაპიროზე ატარებს, სადაც თავის იახტაზე (Azimut Grande) შენიშნეს, რომლის ღირებულება 6.5 მილიონი ევროა.
ადრე კრიშტიანომ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და ჟოტას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. A Bola-ს ცნობით, რონალდო დაკრძალვას იმის გამო არ დაესწრო, რათა ჟურნალისტების მხრიდან არაჯანსაღი აჟიოტაჟისთვის თავი აერიდებინა, გარდაცვლილების ოჯახთან კავშირს ინარჩუნებს და ერთად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს ამ სიტუაციაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. გამოცემის მტკიცებით, ის პირადად ესაუბრა დიოგუს მშობლებსა და მეუღლეს და უთხრა, რომ მუდამ მათ გვერდით იქნება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
