პრემიერლიგამ ოფიციალურად დაასრულა რვაწლიანი თანამშრომლობა ლგბტქ+ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან Stonewall და უარი თქვა Rainbow Laces-ის კამპანიაში მონაწილეობაზე.
2025/26 სეზონიდან ლიგის მატჩებზე აღარ გამოჩნდება ცისარტყელას ფერის სამკლავურები და ლოგოები. ამის ნაცვლად, პრემიერლიგა ახალ ინკლუზიურ ინიციატივას წამოიწყებს, რომელიც ლგბტქ+ ისტორიის თვეში, თებერვალში გაიმართება. პროექტი შეიქმნება კლუბებთან, გულშემატკივართა ჯგუფებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის საფუძველზე.
ლიგის წარმომადგენელთა თქმით, ორგანიზაციამ შიდა რესურსების გაძლიერებით შესაძლებლობა მიიღო, თავად განახორციელოს საგანმანათლებლო და ჩართულობის პროგრამები, რომელიც კლუბებისა და ადგილობრივი თემების ფარგლებში ჩატარდება.
Stonewal-თან გაწყვეტილი თანამშრომლობა ნაწილობრივ უკავშირდება წარსულში მომხდარ დაპირისპირებებს Rainbow Laces-ის კამპანიის ფარგლებში. გასულ წლებში რამდენიმე ფეხბურთელმა ცისარტყელას სამკლავურის ტარებაზე უარი თქვა რელიგიური მიზეზებით, ხოლო ზოგმა — მოირგო, თუმცა ზედ პირადი რწმენის მიმართული წარწერები დაამატა, რამაც FA-ს წესებთან წინააღმდეგობა გამოიწვია.
პრემიერლიგა აცხადებს, რომ ინკლუზიის მხარდაჭერა კვლავ მის პრიორიტეტად რჩება, თუმცა ეს შემდეგიდან განხორციელდება დამოუკიდებელი, ლიგის მიერ შექმნილი პლატფორმის მეშვეობით.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
