არნე სლოტმა ალისონის დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა არნე სლოტმა ალისონის დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა » Footballnews არნე სლოტმა ალისონის დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
გათიშვა

არნე სლოტმა ალისონის დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

არნე სლოტმა ალისონის დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
1 საათის და 45 წუთის წინ
გიორგი არახამია

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა პრესკონფერენციაზე „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ საუბრისას გუნდის მოთამაშეების ფორმის შესახებ დეტალები გაამხილა.

განსაკუთრებით ყურადღება ექცეოდა ბრაზილიელ მეკარეს ალისონ ბეკერს.

სლოტის თქმით, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ ალისონი „ნოტინგემთან“ შეხვედრაში სრულფასოვნად შეძლებს თამაშს. 

ფრიმპონგი კი ამ მატჩისთვის ბოლომდე გამოჯანმრთელებას ვერ შეძლებს.

გუნდთან ერთად პირველად დღეს ვარჯიშობს ალექსანდერ ისაკი, რომელიც სამ კვირას გამოტოვებდა. მწვრთნელის თქმით, ისაკი ფორმის აღდგენაზე მუშაობს და ვარჯიშებზე კარგად გამოიყურება, თუმცა ნორმალური თამაშისთვის ცოტა დრო ჯერ კიდევ სჭირდება.

სლოტმა ასევე აღნიშნა, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირება განსაკუთრებულად ელოდება. მისი თქმით, ეს ორი გუნდი, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ის ფეხბურთი თამაშობს, რაც გულშემატკივრებს უყვართ.

„ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ 9 ნოემბერს დაუპირისპირდება და წაუგებელი სერიის შენარჩუნებას შეეცდება.

მერსისაიდელებმა ბოლო ოთხ შეხვედრაში „ქალაქელებს“ ორი თამაში მოუგეს, ორი კი ფრედ დაასრულეს.

FACEBOOK კომენტარები