მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა, კილიან მბაპემ "Canal+"-სთან მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა.
ფრანგმა ვარსკვლავმა ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი და ლეო მესისთან შეხვედრა გაიხსენა.
"მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ სასტიკად გაბრაზებული ვიყავი.
"ტურნირის შემდეგ, როცა კლუბში დავბრუნდი, პირველი რამ, რაც მე და ლეომ გავაკეთეთ, ის იყო, რომ ჩვენ გავიცინეთ.
"მან კი ეს მითხრა: "შენ ხომ მოიგე უკვე ერთხელ ეს ჩემპიონატი".
"ამ ფინალმა ერთმანეთთან კიდევ უფრო დაგვაახლოვა. მისგან ყველაფერს სწავლობ, ის ყველაფერს კარგად აკეთებს", - თქვა მბაპემ.