„Globo Esporte“-ის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე დარჩება. იტალიელი სპეციალისტი პირველად იმუშავებს სანაკრებო დონეზე.
ანჩელოტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი იქნება ეროვნულ გუნდებს შორის — მისი წლიური ხელფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ახლოს არის იმ თანხასთან, რასაც ის „რეალში“ იღებდა. წარმატების შემთხვევაში, მას დამატებით 5 მილიონი ევროს ოდენობის პრემია ელოდება — თუ ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაიბრუნებს.
„კარლოს დანიშვნა მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილება არ არის — ეს არის ჩვენი მკაფიო გზავნილი მსოფლიოს, რომ ბრაზილია მიზნად პირველ ადგილზე დაბრუნებას ისახავს. ანჩელოტი ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელია და ახლა მას ბრაზილიის, როგორც მსოფლიოს უდიდესი ნაკრების, მართვა ერგო. ერთად ჩვენ შევქმნით ბრაზილიური ფეხბურთის ახალი ეპოქას,“ – აღნიშნა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა ედიალდო როდრიგესმა.
ანჩელოტის დებიუტი ბრაზილიის ნაკრების სათავეში 5 ივნისს შედგება — მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგება. გუნდი ეკვადორს დაუპირისპირდება.