გათიშვა

რეინდერსი "მილანთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

რეინდერსი "მილანთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
2 კვირის და 5 დღის წინ
ირაკლი ხასაია

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "მილანში" დარწმუნებულნი არიან, რომ ნიდერლანდელი ნახევარმცველი, ტიჯანი რეინდერსი მათთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

26 წლის ფეხბურთელი "როსონერიში" შესანიშნავად გრძნობს თავს და გუნდის დატოვება არ სურს, მიუხედავად პრემიერლიგური გრანდებისა და "ბარსელონას" ინტერესისა.

წყაროს თანახმად, ტიჯანისთან განახლებული ხელშეკრულება 2030 წლამდე იმოქმედებს. გაორმაგდება მისი ხელფასიც, რომელიც ამჟამად წელიწადში 1.7 მილიონ ევროს შეადგენს.

მხარეთა შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მის წარმატებით დასრულებას მალე უნდა ველოდოთ.

გასულ უქმეებზე ტიჯანიმ "ემპოლის" დუბლი შეუსრულა და ლომბარდიელებს მოაგებინა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში მისი მონაგარი 6 გოლია.

FACEBOOK კომენტარები