ვიქტორ ოსიმენი, რომელიც სეზონის ბოლოს „გალათასარაიდან“ „ნაპოლიში“ უნდა დაბრუნდეს, სავარაუდოდ, იტალიაში აღარ დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.
„კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, ოსიმენის კონტრაქტში არაიტალიური კლუბებისთვის გათვალისწინებული გამოსასყიდი ფასი 75 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა „იუვენტუსი“ მზადაა, ნიგერიელი ფორვარდის სანაცვლოდ 85 მილიონი გადაიხადოს. ახლა ბურთი „ნაპოლის“ მოედანზეა — კლუბმა უნდა გადაწყვიტოს, დათანხმდეს თუ არა ამ წინადადებას.
გარდა ამისა, ნიგერიელით სერიოზულად ინტერესდება „ალ ჰილალი“, რომელიც ფეხბურთელის შეძენას ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატამდე აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ოსიმენს კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელება არ ხიბლავს, არაბული კლუბი მას წლიურად 30-35 მილიონ ევროდან შემოსავლის შეთავაზებას აპირებს და იტალიური მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, ფეხბურთელმა ეს წინადადება სერიოზულად განიხილოს.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
