„გაძეტა დელო სპორტის“ ჟურნალისტმა ანტონიო ჯორდანომ რადიო Marte-ს გადაცემაში Forza Napoli Sempre ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველის ტრანსფერმა „ნაპოლიში“ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
„ჩვენ ნამდვილად დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი დონის მოთამაშის გაშვებით კლუბმა იხეირა?“ – სვამს კითხვას ჯორდანო და აზრს ამატებს, რომ ხვიჩამ ღრმა კვალი დატოვა იმ გულშემატკივრებში, რომლებსაც მისი დაფასება ბოლო წლებში ნამდვილად შეეძლოთ.
ჟურნალისტის თქმით, კვარაცხელია იმ ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, ვინც ჩვეულებრივი ლოგიკის ფარგლებს გარეთ მოქმედებს: „ის გამორჩეული ჩემპიონია. მისი წასვლით ყველა არ გახარებულა – ბევრს გულიც კი დასწყდა“.
ჯორდანოს შეფასებით, თუ „ნაპოლი“ სკუდეტოს მოიგებს, ეს თითქმის სასწაული იქნება: „თუ ვერ მოიგებენ – ეს მოლოდინების გამართლება ვერ იქნება. შედეგს მალე გავიგებთ. მე კი უკვე ვიცი, მაგრამ ახლა არ ვიტყვი (იცინის)“.
დასასრულს, ჯორდანო ფიქრობს, რომ არასწორი იქნება „ნაპოლის“ ჩემპიონად გამოცხადების შემთხვევაში, კვარაცხელიას წვლილი უგულებელვყოთ: „მისი წილი ამ შედეგში არსებობს და ის ამისთვის აღიარებას იმსახურებს“.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
