კვარას შესახებ ეს ჩემმა რუსმა მეგობარმა მაცნობა - სპალეტიმ კვარა კიდევ ერთხელ გაიხსენა კვარას შესახებ ეს ჩემმა რუსმა მეგობარმა მაცნობა - სპალეტიმ კვარა კიდევ ერთხელ გაიხსენა » Footballnews კვარას შესახებ ეს ჩემმა რუსმა მეგობარმა მაცნობა - სპალეტიმ კვარა კიდევ ერთხელ გაიხსენა
გათიშვა

კვარას შესახებ ეს ჩემმა რუსმა მეგობარმა მაცნობა - სპალეტიმ კვარა კიდევ ერთხელ გაიხსენა

კვარას შესახებ ეს ჩემმა რუსმა მეგობარმა მაცნობა - სპალეტიმ კვარა კიდევ ერთხელ გაიხსენა
3 კვირის და 4 დღის წინ
ალექსანდრე გავაშელი

"ნაპოლის" ყოფილმა და იტალიის ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ თავის ავტობიოგრაფიულ წინგში "სამოთხე არსებობს" "პარტენოპეიში" ხვიჩა კვარაცხელიასა და კიმ მინ ჯეს ტრანსფერები გაიხსენა. 

როგორც იცით, ქართველიცა და სამხრეთ კორეელიც იტალიურ გუნდში ფაქტობრივად ერთად მოვიდნენ და ორივემ საჩემპიონო სეზონში ბრწყინვალედ იასპარეზა. კიმი შემდეგ ზაფხულსავე "ბაიერნში" გადავიდა, ხვიჩამ კი ახლახანს პსჟ-ის მიაშურა. 

"წინა სეზონი მესამე ადგილზე გვქონდა დასრულებული. ფეხბურთელებთან მივედი და ვუებნები, რომ თუ ისტორიის გადაწერა უნდოდათ, სკუდეტო უნდა მოგვეგო. ზაფხული ძალიან რთული გამოდგა. 

ისეთი მოთამაშეები დაგვემშვიდობნენ, როგორებიც დავიდ ოსპინა, ლორენცო ინსინიე, დრის მერტენსი და კალიდუ კულიბალი არიან, რომლის წასვლამაც უბრალოდ შოკში ჩამაგდო. 

გუნდმა შევსება დაიწყო. სრულიად ვენდობოდი იმჟამინდელ სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის. კვარაცხელიას რეკომდენაცია ჩემმა რუსმა მეგობრებმა გაუწიეს, მაგრამ პრეზიდენტი დე ლაურენტისი ქართველისა და სამხრეთ კორეელი კიმ მინ ჯეს ტრანსფერებზე სკეპტიკურად იყო განწყობილი. 

დე ლაურენტისი მოვიდა და მეკითხება: "მწვრთნელო, თქვენ "ნაპოლის" გაძლიერებას ქართველი კვარაცხელიათი და სამხრეთ კორეელი კიმით მართლა აპირებთ?!", - მას გაოცება ეტყობოდა", - აღნიშნავს სპალეტი. 

რა შეხსენება უნდა ამ ამბავს, მაგრამ აქვე ვთქვათ, რომ აღნიშნულ სეზონში "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ სკუდეტო პირველად მოიგო. ხვიჩა ყაზანის "რუბინში" თამაშობდა, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა და ბათუმის "დინამოში" გადაბარგდა, სპალეტი კი 2009/14-წლებში "ზენიტს" თავკაცობდა.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ