სერია A-ს ბოლო ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "კალიარი" 2:0 დაამარცხა და ისტორიაში სკუდეტო მეოთხედ მოიპოვა. ამ ტრიუმფის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე DAZN-ს ესაუბრა.
დილეტა ლეოტასთან და ჩირო ფერარასთან ინტერვიუს დაწყებამდე ფერარამ გამოცდილ დამრიგებელს პატარა ნახმცხვარი აჩუქა და შემდეგი სიტყვებით მიმართა:
"მე ნამცხვარს მოგცემ და შენ ზემოდან გლაზურს წაუსვამ, გილოცავ!", - თქვა წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა.
ინფორმაციისთვის, ეს ფერარს მხრიდან კონტესთვის პირველი საჩუქარი არაა. "ნაპოლი" სერია A-ს პირველ ტურში გასვლაზე "ვერონასთან" 0:3 განადგურდა, მეორე ტურის მატჩის წინ კი, სადაც "პარტენოპეიმ" "ბოლონიას" 3:0 სძლია, ჩირომ ანტონიოს ნეაპოლიტანური ანზადების წიგნი აჩუქა.
კონტე და ფერარა ახლო მეგობრები არიან. ისინი ერთად თამაშობდნენ "იუვენტუსში" და დღემდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ.