„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის საჩემპიონო ვახშამზე ანტონიო კონტეს მიმართ ემოციური სიტყვებით მიმართა და მადლობა გადაუხადა:
„ამ ადამიანმა კლუბი კრიზისის ზღვარზე ჩაიბარა და მასთან ერთად ხელახლა ავაშენეთ ძლიერი გუნდი. მოგვიანებით კი, კვარაცხელიას არყოფნის მიუხედავად და ტრავმების ფონზე, სხვადასხვა ტაქტიკური სქემებით მაინც შეძლო ჩემპიონობის მოპოვება. ოთხი თუ ხუთი განსხვავებული ტაქტიკა გამოიყენა და მსოფლიოს აჩვენა, რომ წარმატებას მხოლოდ ნამდვილი პროფესიონალები აღწევენ. ბოლო სამ წელიწადში ეს უკვე მეორე სკუდეტოა. ამიტომ, გთხოვთ, აპლოდისმენტებით მივაგოთ პატივი კონტეს. მადლობა, მადლობა, მადლობა!
დღეს 'ნაპოლი' კიდევ უფრო სოლიდური და წარმატებული კლუბია. ევროტურნირებზე წლების განმავლობაში რეგულარულად ვმონაწილეობთ. მხოლოდ გასული სეზონი იყო გამონაკლისი, რომელმაც დაგვანახა, როგორ უნდა ვისწავლოთ მარცხიდან და როგორ უნდა ავიმაღლოთ დონე.
სიხარულით ვამბობ, რომ ვსაუბრობთ გუნდზე, რომელიც პროგრესირებს. მალე რომში უნდა გავემგზავრო, სადაც ჩვენი ოთხდღიანი ზეიმი წმინდა მამასთან ვიზიტით დაგვირგვინდება — ეს ნამდვილად მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაა. იმედი მაქვს, ანტონიო თავის გზას წარმატებით გააგრძელებს, რადგან პროფესიონალი და ღირსეული ადამიანია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კონტეს!“
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ