კვარა კვლავ მეფობს! - ხვიჩას მორიგი მიღწევა სერია ა-ში კვარა კვლავ მეფობს! - ხვიჩას მორიგი მიღწევა სერია ა-ში » Footballnews კვარა კვლავ მეფობს! - ხვიჩას მორიგი მიღწევა სერია ა-ში
გათიშვა

კვარა კვლავ მეფობს! - ხვიჩას მორიგი მიღწევა სერია ა-ში

კვარა კვლავ მეფობს! - ხვიჩას მორიგი მიღწევა სერია ა-ში
2 წლის წინ
გიორგი ჭანტურია

როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ში განვლილი 3 ტურის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი მოთამაში “ნაპოლის” 23 წლის ქართველი თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.

კვარამ იტალიის ჩემპიონატის საწყის 3 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

Sofascore-ს ვერსიით ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს 3 საუკეთესო მოთამაშეს შორის შედის. ხვიჩას თამაში 8.13 მაჩვენებლით არის შეფასებული და მხოლიდ მარკუს ტურამს (8.17) ჩამორჩება.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია უახლოეს მომავალში საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და სექტემბრის სანაკრებო პაუზისთვის მოემზადება.

გირჩევთ