როგორც მოგეხსენებათ, უკვე 4 ტურის განმავლობაში საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინავს.
გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა საწყისი 4 ტურის მიხედვით სერია ა-ს გამორჩეული 3 მოთამაშე გამოარჩია.
აღსანიშნავია, რომ სიის სათავეში სწორედ ხვიჩა კვარაცხელია მოექცა, რომელსაც 8.28 შეფასება აქვს.
ცნობისთვის, კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.