პარი სენ-ჟერმენი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფიდან ოფიციალურად გავიდა.
პარიზულმა გუნდმა 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორე კი ბრაზილიურმა ბოტაფოგომ, რომელმაც პსჟ დაამარცხა.
პსჟ ჩემპიონატის მერვედფინალში ინტერ მაიმის დაუპირისპირდება.
აქვე მოგახსენებთ, რომ ამ ტურნირზე ხვიჩა კვარაცხელიას 2 საგოლე პასი და 1 გოლი აქვს.