როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ლისაბონის სპორტინგში აგრძელებს.
კლუბმა ქართველი ოფიციალურად წარადგნა და რამდენიმე ვარჯიშიც გამართა.
თუმცა, პორტუგალიურ პრესაში იწერება, რომ ქოჩორა სამწვრთნელო პროცესში მონაწილეობას ვერ იღებს., ამის მიზეზი კი ტრავმაა:
“ქოჩორავილს სპორტინგის საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არც სამშაბათს, 8 ივლისს მიუღია. ქართველი იმ ტრავმირებულ მოთამაშეებს დაემატა, რომლებთანაც რუი ბორჟესი მუშაობას ჯერ ვერ ახერხებს, თუმცა ქოჩორაშვილის შემთხვევაში ფიზიკური დისკომფორტი გამოწვეულია იმ დიდი დატვირთვებით, რომლებიც ფეხბურთელს 2024/25 წლების სეზონის დასკვნით მონაკვეთში ჰქონდა.
ქოჩორაშვილმა ლევანტეს შემადგენლობაში ესპანეთის მეორე დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის გუნდის ნახევარდაცვაში საკვანძო მოთამაშე იყო და რადგან გამუდმებით იტვირთებოდა, ამის გამო გარკვეული პრობლემები შეექმნა და სპორტინგის ვარჯიშში მონაწილეობას ჯერჯერობით ამის გამო ვერ ახერხებს.
არის მოლოდინი, რომ ქოჩორაშვილი რუი ბორჟესის განკარგულებაში იქნება 11 ივლისისთვის, როდესაც სპორტინგი ამხანაგურ მატჩებს ტორეენშესა და ნასიონალთან გამართავს. ამის შემდეგ გუნდი ალგარვიში შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც ოთხ საკონტროლო თამაშს ჩაატარებს”, - წერს ერთ-ერთი პორტუგალიური გამოცემა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ