როგორც მოგეხხსენებათ, “ნაპოლი” სერია ა-ს 26-ე ტირის შეხვედრაში “კალიარის” ესტუმრა და ეს მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
“პარტენოპეის” თავკაცმა, ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია შეხვედრის 73-ე წუთზე შეცვალა.
მატჩის შემდეგ “ნაპოლის” გულშემატკივრები ხვიჩას პერფორმანსს გამოეხმაურნენ:
კალცონამ, ვფიქრობ, რამე დალია… არ ველოდი ხვიჩას გაყვანა.
კვარაცხელია ნამდვილი მარგალიტია და მან მოედანზე 90 წუთი უნდა გაატაროს.
სასაცილოა, გუნდის ლიდერი ყველაზე ადრე შეცვალა და სათანადო შედეგიც მიიღო.
მოაშორეთ კალცონა, დააბრუნეთ რუდი გარსია, ის ხვიჩას ენდობოდა.
ეს მწვრთნელი გადამრევს. როგორ შეიძლება კვარაცხელია შეცვალო, როცა მხოლოდ 1 ბურთიანი უპირატესობა გაქვს.
კვარაცხელია ნამდვილი მარგალიტია, ის ამ ყველაფერს არ იმსახურება.
დროა ამ მწვრთნელმა ტვინი გაანძრიოს, კვარაცხელია გაიყვანა და 3 ქულაც ვერ მოვიპოვეთ.