როგორც მოგეხსენებათ, ლივერპულმა ამხანაგურ შეხვედრაში ატლეტიკ ბილბაო 3:2 დაამარცხა.
გიორგი მამარდაშვილმა მატჩი სრულად ითამაშადა ბოლო წუთებზე ერთი კარგი სეივითაც გამოიჩინა თავი.
შეხვედრის შემდეგ მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა მატჩი შეაფასა:
"ვფიქრობ, ორივე მატჩში ბევრი მომენტი შევქმენით და 7 გოლიც გავიტანეთ, რაც ძალიან სასიამოვნოა. განსაკუთრებით მეორე მატჩის პირველ ტაიმში შეგვეძლო უფრო მეტი გოლის გატანა.
დიახ, კმაყოფილი ვარ ჩემი შემტევი ფეხბურთელებით, ორი ხარისხიანი მოთამაშე დავკარგეთ, დიოგო ჟოტა და ლუის დიასი, თუმცა უგო ეკიტიკე დავიმატეთ, რომელიც ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება. რიოც პრესეზონზე კარგად გამოიყურება.
ორი გოლის გაშვება სტანდარტული მდგომარეობიდან ძალიან არ მომეწონა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მომდევნო მატჩი კრისტალ პალასთან გაქვს, გუნდთან, რომელიც ამ ასპექტში ძალიან ძლიერია. ამ საკითხზე უნდა ვიმუშაოთ, უკვე ვიმუშავეთ, მაგრამ ამ კვირაში უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. ფეხბურთელები ფორმაში არიან, ბევრი იშრომეს, კარგი ფეხბურთი ითამაშეს, თავსაც კარგად იცავდნენ, ორი სტანდარტის გარდა", - თქვა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ