5 ივლისს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/4-ფინალში "პსჟ"-მ მიუნხენის "ბაიერნი" 2:0 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და თავისი თანაგუნდელების შემდეგი მეტოქე მადრიდის "რეალი" იქნება, რომელმაც ბორუსიას "დორტმუნდი" 3:2 დაამარცხა.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ქართველ შემტევს თავის ოცნების გუნდთან ორჯერ აქვს ნათამაშები.
ბოლოს ეს 2023 წლის 30 ნოემბერს მოხდა, სადაც მადრიდელებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 4:2 გაიმარჯვეს.
აღნიშნულ დაპირისპირებაში "თეთრების" მხრიდან გოლები, როდრიგომ, ჯუდ ბელინგემმა, ნიკო პასმა და ხოსელუმ გაიტანეს, ხოლო ნეაპოლელებიდან თავი ჯოვანი სიმეონემ და ზამბო ანგისამ გამოიჩინეს.
მანამდე ამ გუნდებს შორის მატჩი 3 ოქტომბერს ვიხილეთ, სადაც "სამეფო გუნდმა" 2:3 იმარჯვა. ხვიჩამ კი ამ ორ თამაშში თავი საგოლე მოქმედებით ვერ დაგვამახსოვრა.
ცნობისთვის, კვარასა და "რეალს" შორის მორიგი ჯახი 9 ივლისს ჩვენი დროით 23:00 საათზე შედგება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ