გამოცემა "Ok Diario" "პარის სენ-ჟერმენთან" დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პარიზული გუნდის მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ იჯარიდან დაბრუნებული მარკო ასენსიო, კარლოს სოლერი და მილან შკრინიარი სავარჯიშოდ მეორე გუნდში გაუშვა.
როგორც ირკვევა, ესპანელი სპეციალისტი მათზე იმედებს არ ამყარებს და ელოდება, კლუბი როდის გაყიდის.
ამასთანავე, დუბლებში ტრავმის მიღების ნაკლები რისკი და შესაბამისად ტრანსფერის ჩაშლის დაბალი საშიშროებაა.