„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ფაზის მესამე ტურში „პარი სენ-ჟერმენთან“ გამართული მატჩის წინ პარიზელი გულშემატკივრების მიერ მოწყობილ პერფორმანსს აპროტესტებს და უეფაში ოფიციალური საჩივრის შეტანას აპირებს.
„პარკ დე პრენსზე“ მატჩის დაწყებამდე პსჟ-ის გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე უზარმაზარი ბანერი გაშალეს, რომელზეც პარიზული კლუბის მაისურში გამოწყობილი ნიღბიანი მამაკაცი იყო გამოსახული. მას ხელში ბენზოხერხი ეჭირა და „ბარსელონას“ ემბლემას ანადგურებდა. გამოსახულებას თან ახლდა წარწერა – „ხოცვა პარიზულ სტილში“.
პერფორმანსი ცნობილი საშინელებათა ფილმით, „ტეხასური ჟლეტის“ პერსონაჟით იყო შთაგონებული. სანახაობას პიროტექნიკაც ახლდა, რომელიც ბენზოხერხიდან წარმოქმნილი ნაპერწკლების ეფექტს ქმნიდა.
ესპანური გამოცემა SPORT-ისა და ESPN-ის ცნობით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა მომხდარმა აღაშფოთა. „ბარსელონას“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პერფორმანსს „ზედმეტად აგრესიული და შეურაცხმყოფელი“ უწოდა. კლუბმა პროტესტი სხვა შეურაცხმყოფელი ბანერების გამოც გამოთქვა, რომლებიც პარიზელთა ტრიბუნებზე გამოჩნდა.
„ბარსელონა“ მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები სპორტული მეტოქეობის ფარგლებს სცდება. კატალონიურმა კლუბმა საკითხის უეფის წარმომადგენლებთან დაყენება გადაწყვიტა. ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვება თუ არა მომხდარს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მხრიდან დისციპლინური სანქციები.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ბარსელონა“ 4:2 დაამარცხა და მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ეს პარიზელთა მესამე მოგებაა კატალონიურ კლუბთან ბოლო სამ ურთიერთშეხვედრაში.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ