ყაზანის რუბინის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რომან შარონოვმა მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
მისი მწვრთნელობის დროს ქართველ შემტევს სათამაშო დრო არ ეძლეოდა, თუმცა ის ფიქრობს, რომ მან კვარას ბევრი ასწავლა:
"ჩვენ ხვიჩას მოედანზე სწორად პოზიციონირება ვასწავლეთ. ყველა ვარჯიშზე მას დავალებული ჰქონდა არ გაქცეულიყო იმ ზონებში, სადაც მისი პარტნიორები იყვნენ. კვარას ვიყენებდით მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე - თუ ნახევარფლანგზე, ხაზებს შორის რვიანი იყო, ხვიჩა იქ არ უნდა ჩარეულიყო და სივრცე შეენარჩუნებინა. თუ ზონა თავისუფალი იყო, მაშინ შეიძლებოდა შესვლა - ამ სივრცეზე პასუხს მარცხენა მცველი აგებდა.
რა თქმა უნდა, აქცენტი კეთდებოდა სივრცეზე, რადგან ერთი ერთზე თამაშში ხვიჩა ისედაც კარგია. მისი მხრიდან ყოველთვის იყო თავაზიანი დამოკიდებულება. ასეთ მომენტებში ხვიჩას საქციელი შეიძლება შევადაროთ ბავშვის საქციელს, რომელსაც საყვარელი სათამაშო წაართვეს.
ხვიჩას აგენტი, მამუკა ჯუღელი შიშობდა, რომ კვარა სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დაკარგავდა. მე მას ვუხსნიდი, რომ ხვიჩა ყველა ასპექტში უნდა გაუმჯობესდეს და მისი ფეხბურთი მხოლოდ დრიბლინგი არ არის“, - თქვა შარონოვმა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
