იტალიური საფეხბურთო კლუბი, "რომას" ყოფილა სპორტულმა დირექტორმა მაურო ლეომ "Tuttomercato"-სთან ინტერვიუ ჩაწერა.
მან 2021 წელი გაიხსენა, როცა მისმა გუნდმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე თქვა უარი.
"2021 წლის დეკემბერში მოსკოვში გავემგზავრე. კრისტიან ძაკარდომ ჩამინიშნა შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტთან, მამუკა ჯუღელთან, რათა შეთანხმება ბოლომდე მიგვეყვანა.
ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ წინა საღამოს მათ გამაფრთხილეს, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა პრესაში აღმოჩენილიყო. არ ვიცი, რა იყო ამის მიზანი. შესაძლოა, მათ სურდათ კვარას ფასის გაზრდა და აუქციონის გამართვა... შეხვედრა გავაუქმე და ცოტა ხანში უკან დავბრუნდი.
10 მილიონი ევროს გადახდა მაშინ არ შეგვეძლო. კვარას ფასი 6-7 მილიონი იყო, მაგრამ ვშიშობდი, რომ თუ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პრესაში მოხვდებოდა, ფასი გაიზრდებოდა. სამწუხაროდ, „ნაპოლის“ შეთავაზებას ვერ გავიმეორებდით.
არ ვიცი, როგორ განვითარდებოდა მისი კარიერა, ლუჩანო სპალეტის ნაცვლად ჟოზე მოურინიოს გუნდში რომ აღმოჩენილიყო, მაგრამ ხვიჩას ტექნიკურ შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარებოდა“, - თქვა მაურო ლეომ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ