ქოჩორაშვილი და რონალდო ერთ გუნდში - რას აპირებს პორტუგალიელი ვარსკვლავი ქოჩორაშვილი და რონალდო ერთ გუნდში - რას აპირებს პორტუგალიელი ვარსკვლავი » Footballnews ქოჩორაშვილი და რონალდო ერთ გუნდში - რას აპირებს პორტუგალიელი ვარსკვლავი
გათიშვა

ქოჩორაშვილი და რონალდო ერთ გუნდში - რას აპირებს პორტუგალიელი ვარსკვლავი

ქოჩორაშვილი და რონალდო ერთ გუნდში - რას აპირებს პორტუგალიელი ვარსკვლავი
3 კვირის და 2 დღის წინ
ალექსანდრე გავაშელი

კრიშტიანო რონალდოსა და „ალ ნასრს“ შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები შეჩერდა, რის გამოც 40 წლის სუპერვარსკვლავის მომავალი საუდის პროლიგის კლუბში გაურკვეველი გახდა. მოქმედი ხელშეკრულება სეზონის დასრულებისთანავე იწურება და პორტუგალიელი თავისუფალი აგენტი გახდება.

ესპანური გამოცემა Marca იუწყება, რომ მოლაპარაკებების გაჩერების მთავარი მიზეზი „ალ ნასრის“ შედეგები გახდა – გუნდი ჩემპიონობისთვის ვერ იბრძვის, ხოლო კრიშტიანოს არ აქვს მოგებული არც ერთი ტიტული მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2023 წელს დატოვა და არაბეთში გადაბარგდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თუ რონალდო „ალ ნასრში“ არ დარჩება, მისი კარიერის გაგრძელება ორ მიმართულებას უკავშირდება: ან აშშ-ში, MLS-ში, სადაც უკვე თამაშობს ლიონელ მესი, ან მშობლიურ პორტუგალიაში, „სპორტინგში“, რომელმაც მიმდინარე სეზონში ეროვნული ჩემპიონობა მოიპოვა.

ცნობილია, რომ ახალი სეზონიდან „სპორტინგის“ მაისურს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი მოირგებს.

პოტენციურ დაბრუნებას ორი ფაქტორი ამყარებს – რონალდოსთვის სიმბოლურად მნიშვნელოვანი კლუბი და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პერსპექტივა. თუმცა, beinsports.com-ის ცნობით, ტრანსფერის ფინანსური მხარე სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის. პორტუგალიური გრანდისთვის რონალდოს ხელფასის დაფარვა თითქმის შეუძლებელია. თავად ფეხბურთელმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ პორტუგალიაში დაბრუნებას არ აპირებს და ეს ეტაპი მისთვის წარსულში დარჩა.

აღსანიშნავია, რომ რონალდოს კარიერა სწორედ „სპორტინგიდან“ დაიწყო და მისი უნიკალური რეკორდი დღემდე ყურადღებას იპყრობს – ერთ სეზონში ის ერთდროულად თამაშობდა კლუბის U16, U18, U19, U21 და მთავარ გუნდში.

ამჟამად „ალ ნასრი“ საუდის პროლიგაში 60 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს. მიუხედავად გუნდის წარუმატებლობისა, რონალდო ბომბარდირთა ცხრილს ლიდერობს – 23 გოლით და ორი ბურთით უსწრებს „ალ იტიჰადის“ შემტევს, ქარიმ ბენზემას.

რონალდო „სპორტინგში“ 1997 წელს გადავიდა მადეირადან, ხოლო პირველ გუნდში სადებიუტო სეზონი 2002/03 წლებში ჰქონდა. 2003 წლის ზაფხულში კი მან „მანჩესტერ იუნაიტედთან“ £12 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა და კარიერა ინგლისში გააგრძელა.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ