ენრიკესგან დარიგება მიიღო და გაითვალისწინებს - რას გააკეთებს კვარაცხელია მომავალ დღეებში ენრიკესგან დარიგება მიიღო და გაითვალისწინებს - რას გააკეთებს კვარაცხელია მომავალ დღეებში » Footballnews ენრიკესგან დარიგება მიიღო და გაითვალისწინებს - რას გააკეთებს კვარაცხელია მომავალ დღეებში
გათიშვა

ენრიკესგან დარიგება მიიღო და გაითვალისწინებს - რას გააკეთებს კვარაცხელია მომავალ დღეებში

ენრიკესგან დარიგება მიიღო და გაითვალისწინებს - რას გააკეთებს კვარაცხელია მომავალ დღეებში
11 საათის და 7 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

"ინტერთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე "პარი სენ-ჟერმენს" ლიგა 1-სა და საფრანგეთის თასზე 2 მატჩი აქვს დარჩენილი.

17 მაისს ბოლო ტურში "პსჟ" "ოსერს" უმასპინძლებს. 24 მაისს კი თასის ფინალში "რეიმსს" დაუპირისპირდება.

მედიაში იწერება, რომ ამ მატჩებში ლუის ენრიკე ლიგის ფინალისთვის ფეხბურთელების მაქსიმალურად დასვენებას გეგმავს.

გამოცემა "Parisien" წერს, რომ ესპანელმა სპეციალისტმა ჯანლუიჯი დონარუმა, მარკინიოსი, აშრაფ ჰაკიმი, ვილიან პაჩო, ნუნუ მენდეში, ვიტინია და ფაბიან რუისი 1-კვირიანი შვებულებაში გაუშვა, რადგან ისინი ამ სეზონში ყველაზე მეტად დაიტვირთნენ.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის ამ მატჩებში გუნდთან ერთად იქნება და ალბათ სათამაშო დროსაც მიიღებს, ოღონდ ენრიკე მას ეკონომიურად გამოიყენებს და ბოლომდე არ დახარჯავს.

ლუისს სურს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ყველა მოთამაშე უმაღლეს კონდიციაში შეხვდეს. კვარას მიმართაც ენრიკეს დავალება ესაა, დაასვენოს სხეული და მატჩს 100%-ით მომზადებული შეხვდეს.

FACEBOOK კომენტარები