საოცარი სიტყვებია - რუსეთში კვარას პირველი მწვრთნელის წინასწარმეტყველება ქართველზე საოცარი სიტყვებია - რუსეთში კვარას პირველი მწვრთნელის წინასწარმეტყველება ქართველზე » Footballnews საოცარი სიტყვებია - რუსეთში კვარას პირველი მწვრთნელის წინასწარმეტყველება ქართველზე
გათიშვა

საოცარი სიტყვებია - რუსეთში კვარას პირველი მწვრთნელის წინასწარმეტყველება ქართველზე

საოცარი სიტყვებია - რუსეთში კვარას პირველი მწვრთნელის წინასწარმეტყველება ქართველზე
2 კვირის და 5 დღის წინ
ალექსანდრე გავაშელი

ცნობილ რუს მწვრთნელს, იური სიომინს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ძალისხმევით პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა. ეს განცხადება მან აპრილის დასაწყისში გააკეთა, როცა მეოთხედფინალებიც არ იყო დაწყევული.

„პსჟ-ს თვალს ვადევნებ, მათი თამაში მომწონს, ამ სეზონში ორი მბრწყინავი გუნდიდან ერთ-ერთია. რა თქმა უნდა, ხვიჩას ასპარეზობას ვუყურებ, ის პსჟ-ს ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. უკანასკნელ ხანს ტექნიკაში ძალიან მოუმატა და განსაკუთრებულად მეტი მუშაობა დაიწყო დაცვაში. მისი წყალობით ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ს ვხედავ.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ინგლისში ხშირად ხდება სასწაულები, თუმცა არ მგონია, "ასტონ ვილამ" დაპირისპირების თავის სასარგებლოდ შემოტრიალება მოახერხოს “, - ციტირებს სიომინს ТАСС-ი.


FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ