ლა ლიგის გასულ ტურში ვალენსია ალავესს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მასპინძლებმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანეს. თერთმეტმეტრიანი კი გიორგი მამარდაშვილის უხეშობის გამო დაინიშნა. ეპიზოდი იმდენად საკამათო იყო, რომ გულშემატკივართა უმეტესი ნაწილი მსაჯს არ დაეთანხმა
. ქართველმა მეკარემ კი ყვითელი ბარათი მიიღო. მატჩის დასრულების შემდეგ, ვალენსიამ მამარდაშვილის ყვითელი ბარათი გაასაჩივრა. ღამურები მის გაუქმებას ითხოვდნენ. სამწუხაროდ, სადისციპლინო კომიტეტმა ჯვაროსნების მეკარის ყვითელი ბარათი არ გააუქმა და ძალაში დატოვა. ცნობისთვის, ვალენსია ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში ბილბაოს დაუპირისპირდება, სადაც შესაძლოა გიორგიმ არ ითამაშოს.
ამის მიზეზი ღამურების მესამე მეკარე, 34 წლის ხაუმე დომენეკია, რომელიც ვალენსიაში 2025 წლიდან თამაშობს და ზაფხულში გუნდს დატოვებს. სწორედ ამის გამო, შესაძლოა კორბერანმა მას მესტალიაზე ბოლო თამაშის ჩატარების შესაძლებლობა მისცეს, რაზეც მან პრესკონფერენციის დროსაც მიანიშნა.
კორბერანი: „ხვალ განსაკუთრებული დღეა იმ თვალსაზრისით, რომ ხაუმე დომენეკი, რომელიც კლუბში უკვე 10 წელია თამაშობს, მესტალიას დაემშვიდობება. ხაუმე განსაკუთრებული პიროვნებაა. გასახდელში მას ძალიან აფასებენ. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები მას სათანადოდ გააცილებენ.“
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ