„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიურ Sky Sport-თან გულახდილი ინტერვიუ ჩაწერა
24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც „პარი სენ-ჟერმენს“ მიმდინარე წლის იანვარში „ნაპოლიდან“ შეუერთდა და ძალიან მალე გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა, ინტერვიუში რამდენიმე მნიშვნელოვან თემას შეეხო — მათ შორის საქართველოს, ყოფილი კლუბის, მილანის „ინტერის“ და ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინასამატჩო განწყობას.
ჩემპიონთა ლიგის ფინალზე:
„როცა პარიზში გადავედი, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშებდი. ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა და ამ შანსით სიხარულით ვარ სავსე. ეს თითქოს სიზმარია“.
საქართველოზე:
„ფეხბურთში აქამდე მოსასვლელად რთული გზა გამოვიარე. ბევრ სირთულეს შევეჯახე, მაგრამ არ დავნებდი. საქართველო მუდამ ჩემთანაა. ჩემმა ქვეყანამ ყველაფერი მომცა და ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. მინდა, ჩემი თამაშით საქართველოს ვემსახურო, რადგან უმაღლეს დონეზე თამაში ჩვენთვის იოლი არ არის და მიხარია, რომ ამას ვახერხებ“.
ინტერზე:
„არ ვფიქრობ, რომ ლუის ენრიკეს ჩემი რჩევა სჭირდება — გუნდი თავად ხედავს მეტოქეს და ყველაფერს სწორად აფასებს. მე არაერთხელ მითამაშია „ინტერთან“ და ვიცი, რამდენად ძლიერია. თუ ვინმეს ჩემს აზრს ჰკითხავენ, სიამოვნებით დავეხმარები“.
ნაპოლიზე:
„ნაპოლის მატჩებს ჯიჯოს (დონარუმა) და ფაბიანთან (რუისი) ერთად ვუყურებ. ყველას გვიყვარს ეს კლუბი და ვფიქრობ, რომ „სკუდეტოს“ ნამდვილად იმსახურებს. ნეაპოლელებისთვის ეს დიდი ზეიმი იქნება“.
მიმდინარე სეზონის შედეგები:
ხვიჩა კვარაცხელიამ უკვე მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და წინ კიდევ ორი ფინალი აქვს — 24 მაისს „რეიმსთან“ საფრანგეთის თასის გადამწყვეტი შეხვედრა, ხოლო 31-ში მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ინტერის“ წინააღმდეგ.
პსჟ-ს მაისურით კვარაცხელიამ ლიგა 1-ში 14 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 2 გოლი და 2 ასისტი შეასრულა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
