სრული სგიჟე! - საბა გოგლიჩიძეს პრმიერ ლიგიდან მსურველი გამოუჩნდა სრული სგიჟე! - საბა გოგლიჩიძეს პრმიერ ლიგიდან მსურველი გამოუჩნდა » Footballnews სრული სგიჟე! - საბა გოგლიჩიძეს პრმიერ ლიგიდან მსურველი გამოუჩნდა
გათიშვა

სრული სგიჟე! - საბა გოგლიჩიძეს პრმიერ ლიგიდან მსურველი გამოუჩნდა

სრული სგიჟე! - საბა გოგლიჩიძეს პრმიერ ლიგიდან მსურველი გამოუჩნდა
4 დღის და 7 საათის წინ
გიორგი სოხაძე

ყველასათვის მოულოდნელად, "ნოტინეგემ ფორესტს" პრემიერ ლიგაში ძალიან კარგი სეზონი გამოუვიდა. ისინი ბოლო ტურის წინ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსს ინარჩუნებენ, მათ შემდეგ სეზონში რომელიმე ევროტურინირზე გარატნირებულად ვიხილავთ.

ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემა, "Hitc" იუწყება, რომ "ნოტინგემს" მომავალი სეზონისთვის კიდევ უფრო გაძლიერება დასჭირდება და გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სწორედ ამას შეეცდება.

წყარომ ნოტინგემელთა 5 სავარაუდო ტრანსფერს ასახელებს.

ჩვენდა სასიხარულოს სიაში "ემპოლის" ქართველი მცველი, საბა გოგლიჩიძეც მოხვდა, რომელსაც იტალიიდანაც არაერთი მსურველი ჰყავს.

"ნიკოლა მილენკოვიჩი კარგი მაგალითია იმისა, რომ სერია A-დან შეძენილი მცველები გაცემულ ავანსებს ამართლებენ. მან პრემიერლიგაში ამ სეზონში ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ყველაზე მეტი 100+ დუელიც მოიგო ლიგაში. 

მსგავსი აგრესიული თამაშით მიმდინარე სეზონში სახელი ქართველმა მცველმა საბა გოგლიჩიძემაც გაითქვა. ის ასევე მაღალ ტემპში თამაშობს და საჰაერო ორთაბრძოლებსაც დამაჯერებლად იგებს. 

გოგლიჩიძემ ამ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა და მის მიმართ ინტერესი მილანს, იუვენტუსს, რომასა და ინტერს აქვთ. შეიძლება, თუ არა ფორესტმა 20 წლის ფეხბურთელი შეიძინოს? მილენკოვიჩმა ფანტასტიკური მაგალითი გვაჩვენა, საიდანაც სწავლა შეიძლება და შესაძლოა ქართველის ტრანსფერი შედგეს, თუ მურილიოს ევროპული გიგანტები წაიყვანენ“, - წერს გამოცემა 20 წლის ქართველ მცველზე.

ჯერ-ჯერობით უცნობია, აკვირდება თუ არა გუნდი საბას, თუმცა თუ ბრიტანულ მედიაში წერენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინტერესი კლუბშიც აქვთ.

FACEBOOK კომენტარები