როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის თასის ფინალში პსჟ-მ რეიმსი დაამარცხა.
აღსანიშავნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ თავის ტკივილის გამო შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.
ამ და სხვა რამდენიმე თემასთან დაკავშირებით მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე გუნდის თავკაცმმა, ლუის ენრიკემ ისაუბრა:
"ძალიან კარგი მატჩი იყო. ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის საუკეთესოდ მოვემზადეთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ძალიან მნიშვნელოვანია, ისტორიის დაწერა გვსურს, ჩვენ მზად ვართ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყველასთვის განსაკუთრებული მომენტია. განსაკუთრებული მომზადება საჭირო არაა, დიდ ზეწოლასთან გამკლავება მოგვიწევს, მაგრამ მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ.
ადვილი არ არის ყველაფრის მართვა, რაც გუნდის გარშემოა. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ, მაგრამ გვაქვს გამოცდილება და ვცდილობთ, ზუსტად ვიცოდეთ, რა გვინდა გავაკეთოთ მინდორზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიზეიმებ.
რაც შეეხება კვარაცხელიას, მასთან დაკავშირებით შეშფოთების არანაირი საფუძველი არ გვაქვს", - განაცხადა ენრიკემ.