ოთარ კიტეიშვილს ზაფხულში ინგლისის პრემიერლიგის გუნდში ვიხილავთ? შანსები იზრდება ოთარ კიტეიშვილს ზაფხულში ინგლისის პრემიერლიგის გუნდში ვიხილავთ? შანსები იზრდება » Footballnews ოთარ კიტეიშვილს ზაფხულში ინგლისის პრემიერლიგის გუნდში ვიხილავთ? შანსები იზრდება
გათიშვა

ოთარ კიტეიშვილს ზაფხულში ინგლისის პრემიერლიგის გუნდში ვიხილავთ? შანსები იზრდება

ოთარ კიტეიშვილს ზაფხულში ინგლისის პრემიერლიგის გუნდში ვიხილავთ? შანსები იზრდება
10 თვის და 1 კვირის წინ
ალექსანდრე გავაშელი

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა და გრაცის "შტურმის" ლიდერმა ოთარ კიტეიშვილმა საოცარი სეზონი ჩაატარა — ავსტრიის ჩემპიონატი გუნდთან ერთად მოიგო და ზედიზედ მეორე წელია, ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ავსტრიაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, 29 წლის ნახევარმცველით ინგლისის პრემიერლიგაში ახლად აღზევებული კლუბები დაინტერესდნენ. გამოცემა Krone-ს ცნობით, კიტეიშვილს "ბარნლი", "სანდერლენდი" და "ლიდსი" აკვირდებიან და მისი ტრანსფერის განხილვა უკვე მიმდინარეობს.

მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა ყველა ტურნირზე ჯამში 32 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს პრემიერლიგაში საქართველოდან ზურაბ ხიზანიშვილმა ითამაშა — მან ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ბოლო მატჩები "ბლექბერნის" რიგებში 2008-2009 წლების სეზონში ჩაატარა.

FACEBOOK კომენტარები