"კვარამ ფინალს საკუთარი ხელწერა დაატყო" - რას წერენ იტალიურ პრესაში ხვიჩას გაჩემიონების შემდეგ "კვარამ ფინალს საკუთარი ხელწერა დაატყო" - რას წერენ იტალიურ პრესაში ხვიჩას გაჩემიონების შემდეგ » Footballnews "კვარამ ფინალს საკუთარი ხელწერა დაატყო" - რას წერენ იტალიურ პრესაში ხვიჩას გაჩემიონების შემდეგ
გათიშვა

"კვარამ ფინალს საკუთარი ხელწერა დაატყო" - რას წერენ იტალიურ პრესაში ხვიჩას გაჩემიონების შემდეგ

"კვარამ ფინალს საკუთარი ხელწერა დაატყო" - რას წერენ იტალიურ პრესაში ხვიჩას გაჩემიონების შემდეგ
3 დღის და 16 საათის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამაჯრვებული გახდა.

ქართველმა ვინგერმა ფინალში მილანის "ინტერს" გაუტანა და ლამაზი ისტორია დაწერა.

მის თამაშს სხვადასხვა იტალიური გამოცემები გამოეხმაურნენ:

Calcionapoli24: „ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და საკუთარი თავისთვის მნიშვნელოვანი ბურთი შეაგდო. მან პარი სენ-ჟერმენთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა“. 

Eurosport: „როდესაც ბურთს იღებდა, თავს ხრიდა და შთამბეჭდავი სიმარტივით, მეტოქის დაცვის ხაზს ჭრიდა. მეორე ტაიმში, ნამდვილი ჩემპიონი იყო. დაცვაში, სული და გული ჩადო და 73-ე წუთზე, გოლიც გაიტანა“. 

Areanapoli: „ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი სეზონი აქვს. გათამაშების საწყის ეტაპზე, ის ნაპოლის რიგებში თამაშობდა, შემდეგ კი პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. ერთადერთი, რაც არ შეცვლილა, მისი უნარია, რომ გადამწყვეტი იყოს. ხვიჩა კვარაცხელიამ ოთხი ტიტული მოიგო: ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი“. 

Calciomercato: „შეტევაზე თუ ვსაუბრობთ, მაშინ პსჟ-ის შემტევი ტრიოდან, შედარებით არააქტიური იყო, მაგრამ ყველაფერი 73-ე წუთზე შეიცვალა, როდესაც მატჩს თავისი ხელწერა დაატყო და პარი სენ-ჟერმენის მეოთხე გოლი გაიტანა. გააკეთა ის, რასაც აკეთებს ხოლმე და დაცვაში დასაფასებელი სამუშაო გასწია. რამდენიმე მომენტი გააცუდა, მაგრამ როდესაც ფეთქდება, საოცარი ფეხბურთელია“. 

Tuttomercatoweb: „თუ ნეაპოლში დატოვებული სკუდეტოს გამო რაიმე სინანული გააჩნდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. საკუთარ თავს გატანილი გოლის სიამოვნებაც მიანიჭა და როგორც პარი სენ-ჟერმენის სხვა ფეხბურთელებმა, ყველაფერი გააკეთა, რაც უნდოდა“.

მომზადებულია Crystalsport-ის მიხედვით.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ