ესპანური სპორტული გამოცემა "Heraldo" პსჟ-ს ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალ საინტერესო სტატიას ავრცელებს.
კერძოდ გამოცემა ხვიჩას ფიოზიოთერაპევტის, ხოსე კარლოს მოლინოსის შესახებ წერს, რომელმაც მის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა.
როგორც ისინი იუწყებიან, ესპანელსა და კვარას ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ.
მოლონოსისმა 2021 წელს რუბინის ყაზანის სამედიცინო დეპარტამენტი ჩაიბარა - სწორედ აქ გაიცნო მან კვარაცხელია.
"Heraldo" წერს, რომ ყაზანში კვარაცხელია და მოლინოსი იმდენად დამეგობრდნენ, რომ მან ესპანელი ფიზიოთერაპევტი საქართველოშიც დაპატიჟა და თავისი ოჯახის წევრები გააცნო.
გამოცემა წერს, რომ ერთხელაც ხვიჩამ მას უთხრა: "ერთხელაც ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებ და შენ ჩემთან ერთად წამოხვალ", - რაც რეალობად აქცია.
ცნობილია, რომ მოლონოსი ხვიჩას ნაპოლიში თამაშის პერიოდშიც ხშირად ეხმარებოდა.
მათი თანამშრომლობა გაგრძელდა პარზიშიც, სადაც ესპანელი ჩემპიონთა ლიგის წინა დღეებში კვარას ფიზიკურ მდგომარეობას მკაცრად აკონტროლებდა, რათა ხვიჩას ფინალის წინ თავი კარგად ეგრძნო.
"მოლინოსის ახლო ურთიერთობა კვარაცხელიასთან სცდება ფიზიკურ მომზადებას: ეს არის ფიზიოთერაპიისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ერთობლიობა, რაც ესპანელ სპეციალისტს ქართველი ფეხბურთელისთვის მოედნის მიღმა მომუშავე უმნიშვნელოვანეს ფიგურად აქცევს“, - წერს გამოცემა.