რომ არა ენრიკე, კვარას არ ვიყიდდით - ნასერ ალ-ხელაიფიმ უცნობი დეტალები გააჟღერა რომ არა ენრიკე, კვარას არ ვიყიდდით - ნასერ ალ-ხელაიფიმ უცნობი დეტალები გააჟღერა » Footballnews რომ არა ენრიკე, კვარას არ ვიყიდდით - ნასერ ალ-ხელაიფიმ უცნობი დეტალები გააჟღერა
გათიშვა

რომ არა ენრიკე, კვარას არ ვიყიდდით - ნასერ ალ-ხელაიფიმ უცნობი დეტალები გააჟღერა

რომ არა ენრიკე, კვარას არ ვიყიდდით - ნასერ ალ-ხელაიფიმ უცნობი დეტალები გააჟღერა
7 საათის და 2 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმი ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

მან საკუთარი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელშიც, რა საკვირველია, ხვიჩა კვარაცხელიაც მოაზრებოდა.

"ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებისთვის ლუის ენრიკე საუკეთესო მწვრთნელია. მას ახალგაზრდა ფეხბურთელები უყვარს და მაგალითად, 27-28 წლის ფეხბურთელის ყიდვა მისთვის შეუძლებელია და კატეგორიულად არ სურს. 

მას მოსწონს ყველა ის მოთამაშე, რომელიც 21-22 წლისაა. შეგიმჩნევიათ, რომელ ფეხბურთელებს ვყიდულობთ ბოლო დროს?  - ყველაზე უფროსი 23 ან 24 წლისაა, მეტი არა.

ლუის ენრიკე აფასებს საბრძოლო სულისკვეთებას, მოსწონს მოთამაშეები, რომლებიც მოედანზე ყველაფერს აკეთებენ, ბევრს დარბიან, გუნდისთვის მუშაობენ.

როგორ ვმუშაობთ ტრანსფრებზე? - სპორტული დირექტორი ლუიშ კამპოსი ენრიკეს ფეხბურთელის ვარიანტს გააცნობს. მწვრთნელმა უნდა შეისწავლოს, როგორ თამაშობს, როგორია მისი ღირებულება, სხვა ასპექტები. ყველას შორის უნდა იყოს შეთანხმება, თუმცა ყველას თავისი როლი აქვს. საბოლოოდ, ენრიკემ ფეხბურთელი უნდა დაამტკიცოს", - თქვა ხელაიფიმ.

აქვე მოგახსენებთ, რომ პსჟ-მ კვარაცხელია ლუის ენრიკეს დიდი მოთხოვნის შემდეგ დაიმატა.

FACEBOOK კომენტარები