კვარას პსჟ-ში დიდი ტრავმა გადაუტანია - ალ-ხელაიფი უცნობ ისტორიას ავრცელებს კვარას პსჟ-ში დიდი ტრავმა გადაუტანია - ალ-ხელაიფი უცნობ ისტორიას ავრცელებს » Footballnews კვარას პსჟ-ში დიდი ტრავმა გადაუტანია - ალ-ხელაიფი უცნობ ისტორიას ავრცელებს
გათიშვა

კვარას პსჟ-ში დიდი ტრავმა გადაუტანია - ალ-ხელაიფი უცნობ ისტორიას ავრცელებს

კვარას პსჟ-ში დიდი ტრავმა გადაუტანია - ალ-ხელაიფი უცნობ ისტორიას ავრცელებს
2 დღის და 2 საათის წინ
გიორგი სოხაძე

პსჟ-ს პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, კატარულ ტელეარხ Al-Kass-ს ინტერვიუ მისცა.

მან ხვიჩა კვარაცხელიას მოულოდნელ ტრავმაზეც ისაუბრა:

“კვარაცხელიას უსიამოვნო ამბავი შეემთხვა ვარჯიშზე და საქმეში ექიმების ჩარევა გახდა საჭირო. მახსოვს, ჩემმა გულმა 200 მლ/სთ-ში დაიწყო ცემა. ლუის კამპუშმა (პსჟ-ს სპორტული დირექტორი - რედ.) მითხრა, რომ ამ სეზონში ვარჯიშზე არცერთი ტრავმა არ გვქონია და ამ დროს, რას ვხედავ, მთავარი მატჩის წინ ასეთი დონის ფეხბურთელი საკაცით გაჰყავთ… მას სიარული არ შეეძლო.

წვრთნის დასრულების შემდეგ, ლუის ენრიკე ვნახე და ვკითხე, რა ხდებოდა. მითხრა: "თუ კვარა მწყობრში იქნა, აუცილებლად ითამაშებს, თუ არადა, მოგვიწევს ვინმეთი შევცვალოთ". 

ეს ხუთშაბათს მოხდა, თამაში შაბათს იყო, ამდენად, გვინდოდა, პარასკევის ვარჯიში გამოეტოვებინა, თუმცა, არ დაგვთანხმდა. ლუის ენრიკე ამის გამო კარგ ხასიათზე დადგა. მახსოვს, მეუბნებოდა: "ერთ ფეხზეც რომ იდგეს, თამაშს მაინც მოინდომებს". 

სწორედ ესაა ის მენტალიტეტი, რომელიც პსჟ-ს ფეხბურთელებს ჩამოუყალიბდათ. მათთვის ფეხბურთის თამაში სიამოვნებაა. ვარჯიშის დასრულების შემდეგაც კი მინდორზე რჩებიან და ერთობიან, ბავშვებივით არიან, ფეხბურთი მათი ცხოვრებაა".

FACEBOOK კომენტარები