ლუკა გაგნიძე, სავარაუდოდ, კარიერას ფოთის „კოლხეთში“ გააგრძელებს, ხოლო მოსკოვის „დინამოსგან“ მის ტრანსფერს მამუკა ჯუღელი გამოისყიდის – ინფორმაციას GeoGoal-ი ავრცელებს.
„თითქმის გადაწყვეტილია, რომ ლუკა გაგნიძე კარიერას ფოთის „კოლხეთი 1913“-ში გააგრძელებს. მამუკა ჯუღელს აქტიური მოლაპარაკებები აქვს როგორც ფეხბურთელთან, ასევე რუსულ კლუბთან.
„დინამო“ მზადაა, ფეხბურთელი 100 ათასი ევროს სანაცვლოდ გუნდიდან გაუშვას, რაზეც მამუკა ჯუღელი თანახმა. ჩვენი ინფორმაციით, სანაკრებო პაუზამდე გაგნიძე ფოთში, „კოლხეთის“ ბაზაზეც იმყოფებოდა“, – წერს Geo Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ ლუკა გაგნიძე „დინამო თბილისმა“ მოსკოვის „დინამოში“ 2021 წელს 1,5 მილიონ ევროდ გაუშვა, მაგრამ მოთამაშეს რუსეთში მცირე სათამაშო დრო ჰქონდა და ამჟამად იჯარით „კრილია სოვეტოვში“ თამაშობს.
ევრო 2025-ზე გაგნიძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერია – ლუკამ პოლონეთთან მოგებული (2:1) შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მატჩის ბოლოს (90+5-ე წუთზე) შეცვალეს.

ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
