მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში პსჟ-მ ატლეტიკო მადრიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ორი საგოლე პასი მიითვალა.
მატჩის შემდეგ ფრანგული მედია ქართველი ვინგერის შესახებ კიდევ ერთხელ ალაპარაკდა:
90min: "მე-19 წუთზე ფაბიან რუისის ანგარიშის გამხსნელ გოლში საგოლე პასი მიითვალა და ეს ქართველის ჯილდო იყო თამაშის კარგად დაწყების გამო. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე მეორე საგოლე პასიც გააკეთა. კვარაცხელია არ გრძნობდა სიცხეს და თავისი ძალები შეტევასა და დაცვაში გააორმაგა. მეორე ტაიმის დასაწყისში ძლიერი დარტყმით თითქმის გაიტანა, თავისი პირველი გოლი ტურნირზე, მაგრამ ობლაკმა ხარიხასთან ერთად გუნდი გადაარჩინა".
Givemesport: "ორი საგოლე პასი გააკეთა და ყოველ ჯერზე, როცა ატლეტიკოს დაცვას უტევდა, ძალიან საშიშად გამოიყურებოდა".
Le figaro: "მისი ტრანსფერი გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აშკარად ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო პსჟ-ს სეზონისთვის. ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს ტრიუმფის მნიშვნელოვანმა მოთამაშემ, ხვიჩა კვარაცხელიამ, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ატლეტიკოს წინააღმდეგ გამარჯვებაში მარცხენა ფლანგზე სოლიდური თამაში აჩვენა. ქართველი, რომელმაც პირველი გოლის საგოლე გადაცემა გააკეთა, მუდმივად აწუხებდა ლორენტეს და რეგულარულად ქმნიდა განსხვავებას ბურთით. ის ასევე უნაკლო იყო დაცვაში. შეეძლო გოლის გატანა, როდესაც ობლაკმა მეორე ტაიმის დასაწყისში ხარიხის დახმარებით მოიგერია მისი დარტყმა".
Footmercato: "უდავოდ ყველაზე სახიფათო პარიზელი თავდამსხმელი. მატჩის დასაწყისიდანვე ძალიან აქტიური იყო. მან ლორენტეს ცხოვრება გაურთულა და მე-15 წუთზე ახლო მანძილიდან ულამაზესი დარტყმა განახორციელა. ქართველი ასევე მონაწილეობდა პირველ გოლშიც. მეორე ტაიმში ბრწყინვალე დარტყმა, რომელიც ობლაკმა ხარიხის დახმარებით მოიგერია".
Maxifoot: "ინდივიდუალიზმით ცვლილებების მოხდენის უნარის მქონე ქართველმა მეტოქის დაცვაში დისბალანსი შექმნა. ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბიან რუისის გოლში ასისტი მიითვალა. რამდენიმე ეპიზოდში აჩვენა თავისი კლასი ლამაზი ტექნიკური კომბინაციებით, მაგალითად, ტაიმის მიწურულს ვიტინიას გოლშიც. შესვენების შემდეგ ძალიან ახლოს იყო გოლთან, მაგრამ ობლაკმა მისი დარტყმა მოიგერია".
Sofoot: "სასარგებლოა ნებისმიერი გუნდის მცველების გამოსაცდელად, ხოლო ლორენტემ ახლა იცის, რომ ვარჯიშებზე ბევრი შრომის გარდა, ოფთალმოლოგთან ვიზიტიც სჭირდება".
მომზადებულია Betsson.Sport-ის მიხედვით.