იური სიომინმა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის ლოკომოტივში წვრთნიდა, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ქართველზე ისაუბრა.
კერძოდ მან კომენტარი გააკეთა ხვიჩას გუნდიდას წასვლაზე:
"ჩემთვის ეს ყველაფერი მოულოდნელი და ძალიან, ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. ლოკომოტივმა ბევრი ფული დაკარგა, თუ ფინანსურ მხარეზე ვისაუბრებთ, და მე - სულის ნაწილი დავკარგე.
ხვიჩა მაშინაც კი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ის ნებისმიერ შემთხვევაში წავიდოდა, მაგრამ ლოკომოტივს აქ კარგი ბიზნესი შეეძლო გაეკეთებინა. ეს იმ ადამიანების კომპეტენციის საკითხია, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ის არ გამოგვადგებოდა. ეს ხალხი ახლა სტადიონზეც აღარ დადის.
ესაა ყველაზე საშინელი ფეხბურთში - მოდიან, ცოტა ხანს მუშაობენ და მერე სადღაც ქრებიან. სტადიონზე ვინმე უნახავთ? მე - არა.
სწორედ ამ ადამიანებმა მისცეს ხმა ტრანსფერების კომიტეტზე, რომ ლოკომოტივს ხვიჩა არ სჭირდებოდა. მე ამას როგორ უნდა შევგუებოდი? მადლობა უნდა მეთქვა და თავზე ხელი გადამესვა? რა თქმა უნდა, ჩემთვის სრულიად სხვა აზრი მქონდა," - განაცხადა სიომინმა Championat-თან ინტერვიუში.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
