გუშინ ფრანგულმა ფეხბურთმა დიდი ფიგურა დაკარგა - 72 წლის ასაკში გარდაიცვალა ლიონის ლეგენდა ბერნან ლაკომბი.
ის გუნდის რიგებში 1969-1978 წლებში თამაშობდა და ამ დროის მანძილზე 258 მატჩში 149 გოლი გაიტანა.
მის გარდაცვალეს ლიონის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"ლაკომბი უბრალოდ სახელზე უფრო მეტი იყო. ის იყო ხმა, სული, ისტორია, რომელმაც თაობები მოიცვა. ის განასახიერებდა ლიონს, ფრანგულ ფეხბურთს, ერთგულებას, ვნებას, პატივისცემას. ისინიც კი, ვინც მას პირადად არ იცნობდნენ, ჩემს მსგავსად, გაიზარდნენ იმ ჩრდილში, რომელსაც ის წარმოადგენდა. ის ყველგან იყო: კლუბის დერეფნებში, ისტორიებში, ლიონის დნმ-ში. დღეს, ჩვენ უდიდესი ადამიანი დავკარგეთ. ყველა ჩემი ფიქრი მის ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან და ლიონის ჩვენს ოჯახთანაა", - წერს მიქაუტაძე სოციალურ ქსელში.