მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ბოტაფოგოსთან“ 0:1 დამარცხდა.
მატჩის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი ქართველმა ფეხბურთელმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ შედეგით გუნდში ყველა გაკვირვებულია, თუმცა ახლა შემდეგი შეხვედრისთვის მაქსიმალური კონცენტრაციით აპირებენ მომზადებას.
კვარაცხელიას იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატებს შორის განსხვავების შესახებაც ჰკითხეს.
„შედეგმა გაგვაკვირვა. ახლა საკუთარი თამაში და გამოუყენებელი მომენტები უნდა განვიხილოთ. შემდეგი მატჩისთვის მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ. „სიეტლთან“ შეხვედრისთვის კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.
იტალიაში ლიგა 1-ზე ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ როცა საფრანგეთში ჩავედი, დავინახე, რომ დიდი განსხვავება არაა. აქ ყველა უტევს, იტალიაში კი თამაში უფრო ტაქტიკურია და ესაა ყველაზე დიდი სხვაობა.
პსჟ ისეთი გუნდია, სადაც ერთ-ერთზე თამაში შემიძლია და ეს ძალიან მახარებს. თავისუფლად ვთამაშობ ჩემს გუნდთან ერთად“, – განაცხადა კვარაცხელიამ.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „სიეტლ სანდერსის“ მატჩი 23 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
