სიეტლთან გამარჯვების და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინაშლი გასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა:
"გამოვარდნაზე არ გვიფიქრია. ბუნებრივია, ამ ტურნირზე ყველა გუნდი გამარჯვების რეალური კანდიდატია, მაგრამ ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობაა, ვაჩვენოთ შესაბამისი დონე. რაც შეეხება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე არსებულ კონკურენციას – უკვე ვნახეთ, რომ ნებისმიერს შეუძლია, ნებისმიერი დაამარცხოს. არიან ფავორიტები, რომლებიც აგებენ კიდეც, მაგრამ ესეც ნორმალურია.
თავს კარგად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ გუნდის დახმარება შემიძლია და ყოველთვის 100 პროცენტით ვიხარჯები. რაც შეეხება „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლას, ჯერ კიდევ ვცდილობ, გავიაზრო, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. უბრალოდ მიხარია, რომ ამ საოცარი კლუბის ნაწილი ვარ და გვერდით საოცარი ფეხბურთელები მყავს. რაც შეეხება იმას, გავაცნობიერე თუ არა, რას მივაღწიე ბოლო ექვს თვეში – ჯერ არა.
მოედნის ორივე ნახევარში უნდა შემეძლოს თამაში. აქ მოსვლისთანავე ამას განიხილავდნენ, რომ მხოლოდ თავდამსხმელი არ ვარ და ყველამ დაცვაშიც კარგად უნდა იმუშაოს", - თქვა ხვიჩამ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
