ყოფილმა იტალიელმა მცველმა და ამჟამად საფეხბურთო აგენტმა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერში დიდი მონაწილეობა მიიღო, კრისტიან ძაკარდომ ერთ-ერთი გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.
მან პარტეპეიზე ისაუბრა და გუნდს ახალი კვარას მოძებნა ურჩია:
"მე ნაპოლისთან კვარაცხელიას რეკომენდაცია გავუწიე. მაშინ ფეხბურთელის გარემოცვასა და კლუბს შორის კარგი ურთიერთობა იყო. ხვიჩა პსჟ-ში გადასვლისთანავე ლიგა 1-ის გამარჯვებული და მთავარი გმირი გახდა. ნაპოლიმ სკუდეტო მოიპოვა... ყველასთვის შესანიშნავი სეზონი გახლდათ. იმედი მაქვს, მომავალ წელს ნაპოლი პსჟ-ს შეხვდება, რათა ხვიჩა ნეაპოლში დაბრუნდეს და ნეაპოლელთა აპლოდისმენტები მიიღოს. ის სერიოზული ბიჭია, იქაური პუბლიკა უყვარს.
ახალი კვარა? ბევრი კარგი ფეხბურთელია. მაგალითად, დავითაშვილი სენტ-ეტიენიდან. მან საფრანგეთში გოლები გაიტანა და საგოლე გადაცემები გააკეთა, ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა. სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე კვერნაძე ვნახე, რომელმაც პროგრესი განიცადა. თუ უფრო ახალგაზრდებზე ვისაუბრებთ, 2009 წელს დაბადებულ ანდრია ბართიშვილს დავასახელებ. ჯერ არასრულწლოვანია, მაგრამ ტალანტია. ჩემი აზრით, შეუძლია მრავალი კლუბის ყურადღება მიიპყროს. მის სახელს კიდევ გავიგონებთ“, - თქვა ძაკარდომ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ