როგორც მოგეხსენებათ, ფინანსური პრობლემების გამო, ლიონი ლიგა 2-ში დააქვეითეს.
გუნდმა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური რეგულაციის კომისიაში შეიტანა სარჩელი და განხილვა 10 ივლისს გაიმართება.
ფრანგულ მედიაში იწერება, რომ 10 ივლისისთვის ლიონის ანგარიშზე 100 მილიონი ევრო უნდა ფიქსირდებოდეს და ამის გარდა კიდევ 100 მილიონი ევროს გარანტიების წარდგენა, რომ ეს თანხა კლუვს მთლიანი სეზონის მანძილზე ექნება.
ხელმძღვანელობა თვლის, რომ ამ რეგულაციებს შეასრულებენ ამისათვის კი ტრანსფერების სწრაფად განხორციელბაა საჭირო.
მათი მთავარი იმედები გიორგი მიქაუტაძე და მალიკ ფოფანა არიან, რომელთან მსურველები არ აკლიათ.
ჟორჟისთვის ყველაზე მეტად რომა აქტიურობს, ლიონი კი, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თანახმაა, რომ მიქაუტაძე 25 მილიონად გაყიდონ.
როგორც იწერება, გუნდში აფექტური სიტუაციაა შექმნილი და ვითარების დარეგულირებას ძალიან სწრაფად ცდილობენ.