როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1,4-ფინალში პსჟ-მ მიუნხენის ბაიერნი დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მინდორზე 84 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა,.
გთავაზობთ ფრანგული პრესის გამოხმაურებაზე ქართველ შემტევზე ბავარიასთან მატჩის შემდეგ:
Culturepsg: "თამაშის შესანიშნავი დასაწყისი, დიდი განსხვავება შექმნა, თუმცა მეორე ტაიმი უფრო ცუდი ჰქონდა".
Sofoot: "ხვალ მესამე მსოფლიო ომი რომ დაიწყოს, პსჟ-ს ისევ ექნებოდა უპირატესობა თავისი 7 ნომრის დამსახურებით".
90min: "ის თავის დონეზე თამაშობდა. პირველივე წუთებიდან ვნახეთ, რომ კარგ ფორმაში და განსაკუთრებით მოტივირებული იყო. დუეს და ბარკოლას ორი კარგი პასი გაუკეთა, რომლებიც გოლით ვერ დასრულდა. 31-ე წუთზე ინდივიდუალური მოქმედებებით გოლისგან შორს არ იყო. როგორც ხშირად ხდება, ის შეტევაშიც იყო და დაცვაშიც, დაკარგული ბურთის შემდეგ კი, 100%-ით კონტრპრესინგს თამაშობდა".
Footmercato: "ქართველმა კიდევ ერთხელ შესანიშნავად ითამაშა მარცხენა ფლანგზე. 33-ე წუთზე ნოიერმა აჯობა. 46-ე წუთზე ბოეს წინააღმდეგ მოედნის ცენტრში შესანიშნავი ფინტით გამოირჩა, რასაც შეტევა მოჰყვა. გარდა ამისა, ბარკოლა მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ნოიერთან დუელი წააგო. ფლანგიდან საფრთხეს ქმნიდა, ხოლო ბოლო წუთებში მის ნაცვლად თამაშში ბერალდო ჩაერთო".
Parisfans: "კვლავ აქტიურია, როგორც ყოველთვის. პირველ ტაიმში ბაიერნი აიკლო, დასანანი კი მხოლოდ ის არის, რომ გოლი ვერ გაიტანა და ბოლო მომენტში სიზუსტე აკლდა. ყოველთვის მზადაა კონტრშეტევისთვის, მებრძოლია, რომელიც არასდროს ნებდება".
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
