როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პარი სენ-ჟერმენმა მადრიდის რეალი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
უცხოური მედია ქართველი ვინგერის თამაშს აფასებს:
Maxifoot: "ყველას აინტერესებდა: რა მოხდებოდა, თუ ქართველი გარემარბი უფრო ზუსტი იქნებოდა? ბოლო სვლამდე, ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი უნაკლო იყო, თუმცა, როდესაც საქმე შეტევის დასრულებას ეხებოდა, სიზუსტე აკლდა. ეს გამოწვეული იყო ფლანგზე მანძილის დაფარვისა და რეალის პასების ჩაჭრის განმეორებითი მცდელობებით. დაუმთავრებელი საქმის მცირედი გემო, მიუხედავად იმისა, რომ კარგი თამაში ჩაატარა".
Parisfans: "პირველ ტაიმში ტექნიკური სიზუსტის ნაკლებობა მისმა მებრძოლმა სულისკვეთებამ აანაზღაურა. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაში შთაგონება აკლდა, შესანიშნავად იბრძოლა".
Footmercato: "ქართველმა, მისთვის ჩვეული სტილით ითამაშა. დაცვაში შესანიშნავად თამაშობს, თუმცა საკმაოდ დიდი მოცულობის თამაში აქვს, რომლის მხოლოდ მოწონება შეგვიძლია. მისი დუეტი ნუნო მენდეშთან იდეალურად მუშაობს. მან ასევე რამდენიმე შანსი შექმნა, მაგრამ ბოლო სვლაში სიზუსტე აკლდა. ჩვენ მას არ დავადანაშაულებთ".
90min: "როგორც ყოველთვის, ფორმაში მყოფმა ქართველმა ფლანგზე მეტოქეს [ფედერიკო ვალვერდეს] თამაში ძალიან გაურთულა. მეორე წუთზევე შეეძლო გატანა, ხოლო შემდეგ ახლოს იყო ანგარიში 4:0 გაეხადა, თუმცა ოდნავ არაზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმშიც რამდენჯერმე სცადა, სანამ შეცვლიდნენ".
Givemesport: "ბურთით საფრთხეს წარმოადგენდა, დაცვაშიც ჭკვიანურად თამაშობდა".
Culturepsg: "დაცვაში მონსტრი, მაგრამ შეტევაში სიზუსტის პოვნა გაუჭირდა".
შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალი 13 მაისს პსჟ-სა და ლონდონის ჩელსის შორის გაიმართება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ